ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს დამატებითი გაკვეთილები ჩაუტარდებათ
26-07-2025

პროექტი „კონფიდენციალურობის გაკვეთილები“ სექტემბრიდან განახლებული ფორმატით დაბრუნდება - აღნიშნულ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სამსახურის წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგებს, თბილისის გარდა, საქართველოს რეგიონებშიც ჩაატარებენ.

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს გაუზიარებენ ინფორმაციას პირადი მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და უსაფრთხოების ძირითად წესებზე.

პროექტის მიზანია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლება. „კონფიდენციაულობის გაკვეთილებზე“ VI-XII კლასების მოსწავლეები ინფორმაციას იღებენ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ და აფასებენ რისკებს, რაც მონაცემთა უკანონო ან დაუფიქრებელ გამჟღავნებას შესაძლოა მოყვეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203