9 აბიტურიენტი „შპარგალკის“ გამო მოიხსნა გამოცდიდან, დაგვიანების 60-მდე შემთხვევა დაფიქსრიდა - ეროვნული გამოცდების სტატისტიკა 
23-07-2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი მონაცემები შეაჯამა.

მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია ნაშრომების გასწორება. აგვისტოს დასაწყისში კი უკვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველადი შედეგები ეტაპობრივად აიტვირთება.

საგამოცდო პერიოდში გამოცდებზე გამოცხადდა 94%-მდე აბიტურიენტი. დაფიქსირდა 60-მდე დაგვიანება. გამოცდიდან მოიხსნა 9 გამოსაცდელი,  დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 69%-მდე  გრანტის მაძიებელი სტუდენტი გამოცხადდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატების 80% - საერთო სამაგისტრო გამოცდაზე. დაახლოების 83%-ზე მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მასწავლებლობის მაძიებლები არიან, ან აბარებენ გამოცდას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203