„დაწყებულია ნაშრომების გასწორება“ - განათლების მინისტრი შედეგების გამოქვეყნების ვადას ასახელებს
23-07-2025

„დღეს, 17:00 საათზე 2025 წლის გამოცდები დასრულდება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგამოცდო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარიმართა ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი‘‘, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

9 აბიტურიენტი „შპარგალკის“ გამო მოიხსნა გამოცდიდან, დაგვიანების 60-მდე შემთხვევა დაფიქსრიდა - ეროვნული გამოცდების სტატისტიკა 

მინისტრმა გამოცდების წინასწარი მონაცემები შეაჯამა, ორგანიზებაში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა და გამოცდის მონაწილეებს კიდევ ერთხელ წარმატებები უსურვა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს, ისევე როგორც ყველა შესაბამის უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, დიდი მადლობა გადავუხადო.

მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იყო შესაძლებელი საგამოცდო პროცესში ასეთი მაღალი სტანდარტის, სანდოობისა და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა.

მიმდინარე პროცესში ათასობით თანამშრომელი მონაწილეობდა და მათი ძალიან დიდი ძალისხმევითა და მონდომებით პროცესი მაქსიმალურად სტაბილურად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე წარიმართა‘‘. - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია ნაშრომების გასწორება. აგვისტოს დასაწყისში კი უკვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველადი შედეგები ეტაპობრივად აიტვირთება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203