„ძალიან მეამაყება ჩემი სკოლა“- ტალავერის N2 სკოლის დირექტორი აბიტურიენტებს გულშემატკივრობს, პირველკლასელებს კი სიხარულით ელოდება
23-07-2025

შრომა და სწავლა წარმატების გასაღებია - სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ელეონორა მამედოვა და სკოლაში უზრუნველყოფს ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც გათვალსიწინებულია მოსწავლეთა ინტერესები, დაფასებული და პატივსაცემია პედაგოგის პროფესია. 

მისი ხელმძღვანელობით, პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ. მოწოდებულნი არიან ქვეყანას სამაგალითო მოქალაქეები აღუზარდონ

აღსანიშნავია, რომ ტალავერის N2 საჯარო სკოლას 250 მოსწავლე ჰყავს - წელს 15 პირველკლასელი დარეგისტრირდა, რომელთაც სკოლაში სულმოუთქმელად ელოდებიან, მათ განათლებაზე პროფესინალ პედაგოგთა გუნდი იზრუნებს. 

წელს, ტალავერის N2 საჯარო სკოლა 23-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა.

როგორც დირექტორი აღნიშნავს, სკოლის გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი განათლება და ზრუნავს მათ მომავალ წარმატებაზე. 

„თუნდაც ის ფაქტი, რომ 23 მოსწავლიდან 12 ეროვნულ გამოცდებზე გავიდა არაა ცუდი, ახლა გულმხურვალედ ვგულშემატკივრობთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და არა მხოლოდ ჩვენს აბიტურიენტებს და ველოდებით კარგ შედეგებს.

ყველა აბიტურიენტსა და ახალგაზრდობას ვუსურვებ ცხოვრებაში წარმატებას. არსდროს შეუშინდნენ ცხოვრებას თუ რამე არ გამოუვათ უკან ნუ დაიხევენ, იშრომონ, ისწავლონ და ყველა დაბრკოლებას გადალახავენ“,- ამბობს დირექტორი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის არაერთმა კურსდამთავრებულმა დაუკავშირა მომავალი პროფესია მშობლიურ სკოლას. 

„ჩვენი სკოლის ბევრი კურსდამთავრებული უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ სკოლას და პედაგოგად მუშაობს. ამის ნათელი მაგალითი, მე გახლავართ, ჯერ პედაგოგად შემდეგ კი დირექტორად დავინიშნე, ძალიან მეამაყება ეს სკოლა და მიყვარს ყველაფერი, რაც აქაურობას უკავშირდება, გვყავს წამყვანი, მოტივირებული და განათლებული პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეთა, ინტელექტუალურ, ფიზიკურ თუ სულიერ განვითარებაზე თავდაუზოგავად ზრუნავენ, შრომობენ, რათა ჩვენი მომავალი თაობა წარმატებული, ლაღი და შრომისმოყვარე იყოს“,- აღნიშნავს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203