ბალხოს საჯარო სკოლის კარს წელს 10 პირველკლასელი შეაღებს - დირექტორი აშოტ კირაკოსიანი მომავალი თაობის მოლოდინში 
23-07-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოს საჯარო სკოლაში, დირექტორი აშოტ კირაკოსიანი მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს. 

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობენ და დირექტორის ხელმძღვანელობით, ქმნიან პირობებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას.

ბალხოს საჯარო სკოლა საბაზოა და მასში 56 მოსწავლე ირიცხება. დამამთავრებელი კლასი წელს არ ჰყოლიათ, თუმცა ახალ სასწავლო წელს 10 პირველკლასელს ელოდებიან, რაც დირექტორისთვის სასიხარულოა. 

„ყველა ჩვნი მოსწავლე საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ აგრძელებს სწავლას სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში. შარშან ჩვენი სკოლიდას მოსწავლე ოქროსმედალოსანი გახდა. ახლა კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ასევე ჩვენი 5-6 მოსწავლე სწავლობს დედაქალაქის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, რაც ძალიან მიხარია და მეამაყება. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი მაღალი დონის განათლების მისაღებად და ესეც საამაყოა ჩემთვის. ყველა ჩემს მოსწავლეს ვუსურვებ ცხოვრებაში წარმატებას და კარგ სწავლას, უნდა ისწავლონ, რათა ღირსეული მომავალი ჰქონდეთ“,- აღნიშნავს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203