
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლაში დირექტორი ტირუნ მელიქიანი ქმნის ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც მორგებულია როგორც მოსწავლეთა, ისე მასწავლებელთა საჭიროებებსა და ინტერესებს.
მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები იღებენ ხარისხიან განათლებას, პედაგოგები კი ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე.
სკოლაში 64 მოსწავლე ირიცხება, წელს დარეგისტრირებული პირველკლასელების ჩათვლით. ახალ სასწავლო წელს სკოლაში 5 პირველკლასელს ელოდებიან, რომელთაც ცოდნას პროფესინალი პედაგოგები მისცემენ.
ტირუნ მელიქიანის თქმით, სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს.
„სკოლაში უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი, გვყავს უფროსი და წამყვანი პედაგოგები. მართალია, სკოლა ძველია, მაგრამ რაც შეგვეძლო გავარემონტეთ, გვაქვს ცენტრალური გათბობა, დაგვრჩა კლასების შეღებვა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე თანხები არ გვყოფნის“,- აღნიშნავს დირექტორი.
წელს სკოლა 4-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა, რომელთაგან ორი ოქროსმედალოსანია, რაც დირექტორისთვის მეტად საამაყო და სასიხარულოა. ოთხივე კურსდამთავრებული სწავლას უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს. სკოლის ხელმძღვანელი მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობს და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებს.
„ოთხივე კურსდამთავრებული აბარებს უმაღლეს საწავლებლებში, მართალია, ჯერ არ ვიცით შედეგები, მაგრამ მგონია რომ წარმატებით ჩაირიცხებიან, ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ, პირველ რიგში ყოფილიყვნენ კარგი ადამიანები და მერე თავისი საქმის პროფესიონალები“,- დასძენს დირექტორი.