ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა - დღეს, 22 ივლისს აბიტურიენტები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდას აბარებდნენ, მაგისტრანტობის კანდიდატები კი - ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობების ნაწილებში საერთო სამაგისტრო გამოცდას.
სესიებზე საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 92%-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი - დარეგისტრირებულების 80%-ზე მეტი.
იყო დაგვიანების 4 შემთხვევა.
23 ივლისს გამოცდები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირებით დასრულდება. გამოსაცდელები უცხოური ენების ლაპარაკის ნაწილის გამოცდებს ჩააბარებენ.