„ბევრი ჩვენი მოსწავლე ჯილდოვდება წარმატებული სწავლისთვის“- გარდაბნის N3 სკოლის დირექტორი აიათ მეხრაბოვი ახალი სასწავლო წლის მოლოდინში 
22-07-2025

გარდაბნის N3 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს. სკოლის პედაგოგები, დირექტორის  - აიათ მეხრაბოვის ხელმძღვანელობით, მომავალი თაობის განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ, ცდილობენ ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები აღუზარდონ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა აზერბაიჯანულენოვანია და დღეის მონაცემებით, მასში 730 ბავშვი ირიცხება. 

სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლისთვის 75 პირველკლასელს ელოდებიან, რომელთათვის ხარისხიან განათლებას პროფესიონალი პედაგოგები უზრუნველყოფენ. რეგისტრაცია ჯერ არ არის დასრულებული, თუმცა სკოლის დირექტორი ვარაუდობს, რომ სკოლაში სამი პარალელური პირველი კლასი ჩამოყალიბდება.

როგორც სკოლის დირექტორი აიათ მეხრაბოვი აცხადებს, სკოლის მოსწავლეებს აკადემიური მოსწრებით ხშირად გამოუჩენიათ თავი და სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ბევრი საჩუქრდება მედლებითა თუ კომპიუტერებით, რაც მისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

„წელს 73-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა სკოლა, აქედა 2 ოქროს მედალოსანია, თუმცა წინა წლებთან შედარებით ეს დაბალი მაჩვენებელია, რადგან 6-7 მედალოსანიც გვყოლია.

ჩვენი სკოლის  საკმაოდ ბევრი მოსწავლე ჯიდლოვდება კომპიუტერით წარმატებული სწავლისთვის. წელს 17 კურსდამთავრებული გავიდა ეროვნულ გამოცდებზე, იმედია ყველა ჩაირიცხება და ასახელებს ჩვენს სკოლას.

მანამდე კი, ყველა აბიტურიენტს მინდა ვუსურვო წარმატება, წინსვლა ჯანმრთელობა ოცნებების ასრულება და რაც მთავარია მშვიდობა, ეს არის მთავარი“,- აღნიშნავს დირექტორი და კურსდამთავრებულთა დიდ გულშემატკივრად რჩება. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...