„წელს, 15 პირველკლასელს ველით და იმედი მაქვს, სასახელო ადამიანებს გავზრდით“ - ალგეთის N2 საჯარო სკოლ​ის დირექტორი აზადა მურადოვა
22-07-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო სკოლაში დირექტორი მ/შ აზადა მურადოვა უზრუნველყოფს ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც მორგებულია როგორც მოსწავლეთა, ისე მასწავლებელთა საჭიროებებსა და ინტერესებს. მისი ხელმძღვანელობით, ალგეთის N2 საჯარო სკოლა არის არა მხოლოდ ცოდნის, არამედ მოქალაქეობრივი თვითშეგნების ჩამოყალიბების კერა.

აღსანიშნავია, რომ ალგეთის N2 საჯარო სკოლა აზერბაიჯანულენოვანია, სახელმწიფო ენის ხარისხიან სწავლებას კი სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სკოლაში 225 მოსწავლე სწავლობს. წელს სკოლა 20-მა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან ერთი ოქროს, ორი კი ვერცხლის მედალოსანია, რაც დირექტორისთვის მეტად საამაყო და სასიხარულოა. 

„4-5 კურსდამთავრებული განათლებას უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით გამოცდების შედეგები, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩააბარებს. ყველა კურსდამთავრებულს წინსვლას, კარგ სწავლასა და წარმატებას ვუსურვებ, მინდა, ყველამ მიაღწიოს წარმატებას და ემსახუროს ქვეყანას“,- აღნიშნავს დირექტორი. 

ახალი სასწავლო წლიდან კი სკოლაში 15 პირველკლასელს ელოდებიან, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან კომპიუტერებითა და სახელმძღვანელობით, მათ განათლებაზე კი პროფესიონალ მასწავლებელთა გუნდი იზრუნებს.

„იმედი მაქვს სასახელო ადამიანებს გავზრდით“,- დასძენს დირექტორი და პირველკლასელებს სკოლაში დიდი სიხარულით ელოდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...