ალავარის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს 2 პირველკლასელს ელოდებიან - დირექტორი მულქადარ ისმაილოვი ახალი თაობის მოლოდინში 
22-07-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული გარემოა შექმნილი. 

საბაზო სკოლაში სულ 18 მოსწავლე სწავლობს. მცირეკონტიგენტიანობის მიუხედვად, დირექტორის - მულქადარ ისმაილოვის ხელმძღვანელობით, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება.  მისი ხელმძღვანელობით, სასკოლო ცხოვრება აგებულია თანამშრომლობაზე, ურთიერთპატივისცემასზე, რაც ხელს უწყობს როგორც მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებას, არამედ მათ სამაგალითო მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. 

წელს სკოლის საბაზო საფეხური სამმა მოსწავლემ დაამთავრა, რომლებიც სწავლას აგრძელებენ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან პროფესიულ სასწავლებელში. 

სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულთა დიდი მხარდამჭერია და სკოლიდან წასვლის შემდეგ მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობს. 

„მინდა ყველა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს ვუსურვო წინსვლა სწავლაშიც და პირად ცხოვრებაშიც, მინდა ყველა ლამაზი ოცნება ახდენოდეთ და წარმატებულები ყოფილიყვნენ“,- აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას მულქადარ ისმაილოვი.

2025-2026 სასწავლო წელს სკოლაში ორ პირველკლასელს ელოდებიან. მათ განათლებაზე  პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი იზრუნებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...