მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლაში დირექტორი გუმბატ გუსეინოვი მოსწავლეებისთვის ხარსხიან განათლებას უზრუნველყოფს და ზრუნავს, რომ სასწავლო გარემო იყოს მორგებული მომავალი თაობის საჭიროებებსა და ინტერესებს. მისი ხელმძღვანელობით, პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ რომ მოსწავლეებს სრულყოფილი განათლება მისცენ. მოწოდებულნი არიან ქვეყანას სამაგალითო მოქალაქეები აღუზარდონ.
ამჟამად, სკოლის კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. წელს სკოლა 16-მა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან 10 გამოცდებზე გავიდა. სკოლის დირექტორი გუმბატ გუსეინოვი, რომელიც ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი გახლავთ, კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობს და აღზრდილებს სწავლის სასურველ საგანმანათლებლო მიმართულებაზე გაგრძელებას უსურვებს. სჯერა, ყველა კურსდამთავრებულის ნათელი მომავლის და წარმატებას უსურვებს ცხოვრების გზაზე.
ახალი სასწავლო წლიდან კი სკოლაში 27 პირველკლასელს ელოდებიან. პატარები კომპიუტერებითა და სახელმძღვანელობით იქნებიან უზრუნველყოფილნი, მათ განათლებაზე კი პროფესიონალი მასწავლებლები იზრუნებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები ზოგად განათლებას ორ კორპუსში, რუსულ და აზერბაიჯანულ სექტორზე იღებენ, რომლებიც სხვადასხვა სოფელშია განლაგებული.
დირექტორის დიდი სურვილია სარემონტო, მოძველებული სკოლა განახლდეს ან ახალი შენობით ჩანაცვლდეს. აღსანიშნავია, რომ პირველი კორპუსი უკვე აშენდა და გარემონტდა, რისთვისაც მთავრობას უდიდეს მადლობას უხდის და დასძენს, რომ მეორე კორპუსსაც სჭირდება დროული გარემონტება, რადგან იქ 11 ბავშვი სწავლობს და მათთვის მოწესრიგებული გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია.
ახარებს, რომ კურსდამთავრებულები სკოლას არ ივიწყებენ, აფასებენ მასწავლებლის შრომას და პროფესიულ გზასაც უკავშირებენ. სკოლის ორი კურსდამთავრებული უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ სამუშაოდ სკოლაში დაბრუნდა და დღეს თავად ზრუნავენ მომავალი თაობის აღზრდაზე, რაც დირექტორისთვის საამაყოა.