საჯარო სკოლებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში ცვლილება შევიდა
22-07-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ „ემისის“ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ეკონომიკურმა დეპარტამენტმა მაქსიმუმ 2 დღეში უნდა გაუგზავნოს ინკლუზიური განვითრების სააგენტოს:

„სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, უგზავნის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმვის და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს, რომელიც ხუთი სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული ინფორმაციის სისწორეს და აწვდის ინფორმაციას სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც უკვე ძალაშია და მას ხელს განათლების მინისტრი - გივი მიქანაძე აწერს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...