ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან.
სკოლა 2024 წლიდან აქტიურად ჩაერთო ევროპის საბჭოს პროექტში -„დემოკრატია იწყება სკოლაში“, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეთა მონაწილეობისა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გაძლიერება.
წლის განმავლობაში სასკოლო საზოგადოებამ იმუშავა სამი მიმართულებით:
• სკოლის კოლეგიალური ორგანოების საქმიანობასა და სასკოლო პოლიტიკის დოკუმენტების გაცნობა მოსწავლეთა თვითმმართველობისა და მშობლებისთვის;
• ფორმალურ და არაფორმალურ აქტივობებში მოსწავლეთა მონაწილეობის გაძლიერება;
• თემის საქმიანობაში მოსწავლეთა მონაწილეობა.
ევროსაბჭოს პროექტის -„დემოკრატია იწყება სკოლაში“ შუალედურ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა 2025 წლის 19-20 ივლისს თბილისში, სკოლის დირექტორმა, ნათია სულავამ და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრმა, მარიამ დიდბარიძემ, წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია და გამოცდილება გაუზიარეს სხვადასხვა სკოლას.
, რომელიც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან სასკოლო საზოგადოების კიდევ უკონფერენციაზე მონაწილეებმა შეიმუშავეს მომავალი წლის სამოქმედო გეგმაფრო აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის, უნარების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების გაძლიერებას სკოლასა და თემში.
„მადლობას ვუხდით ევროპის საბჭოს, პროექტის მთელ გუნდს კონფერენციის ორგანიზებისთვის! ჩვენს ფასილიტატორს, ქ-ნ რუსუდან ლომთაძეს სასარგებლო, ნაყოფიერი შეხვედრებისა და მხარდაჭერისთვის! აგრეთვე ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: