14 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა.
პროცესი წარიმართა, საარჩევნო პროცედურების დაცვით, მშვიდ, მოწესრიგებულ და სამართლიან გარემოში.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს როგორც კანდიდატებმა, ასევე იაქტიურეს ამომრჩევლებმა.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა - დაცული იყო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპები. კანდიდატებს მიეცათ თანაბარი პირობები საკუთარი ხედვების გასაზიარებლად.
სკოლაში მადლობას უხდიან საარჩევნო პროცესის ორგანიზატორებს და ახარებთ ამომრჩევლების აქტიურობა.
„მადლობა ორგანიზატორებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. დემოკრატიის გაძლიერება იწყება სწორედ ასეთი აქტივობებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. მის შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.
ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.
საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.
იხილეთ ფოტო: