21-22 ივლისს გამოცდების მაგისტრობის მსურველებლი აბარებენ. დღეს, აპლიკანტებმა გამოცდის პირველი ნაწილი წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა ჩააბარეს და ტესტის საკითხებზეც ისაუბრეს.
„წაკითხულის გააზრება იყო 3 ტექსტისგან შემდგარი და რეალურად მარტივი შინაარსით, კითხვები იყო საშინელება და ორაზროვანი…. ანალიტიკურ წერა იყო პარლამენტში ქალთა კვოტირებაზე. პარლამენტში გაზარდეს ქალების რაოდენობა, გახდა 9%, აქედან ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი კანონი ისევ არ ქონდათ მიღებული პარლამენტში. ექსპერტები, რომლებიც პარლამენტში ქალთა სიმრავლეს თავიდანვე კრიტიკულად უყურებდნენ, აღნიშნული კანონის ვერ მიღება სწორედ ქალების რიცხვის გაზრდას დააბრალეს. დავალებაში უნდა გაგეკრიტიკებინათ ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილება არგუმენტებით... რაც შეეხება მეორე დავალებას, გვეუმნებოდა რომ ფოტოჟურნალისტმა კრიტიკულ სიტუაციაში კამერა უნდა გადადოს გვერდზე და ადამიანს უნდა დაეხმაროს გასაჭირში და ამაზეც არგუმეტირებულად უნდა გესაუბრა“.
„საკმაოდ მარტივი ტექსტები იყო და კითხვებიც არ იყო რთული, უბრალოდ ზოგი კითხვა იყო ფორმულირებული ჩახლარტულად თავისი პასუხებიანად და შეიძლება ერთი სიტყვის გამო არ ყოფილიყო სწორი პასუხი, ამიტომ კარგად უნდა დაკვირვებოდი კითხვას. სხვა მხრივ არ ვიცი ვერ ვიტყვი რომ რთული იყო“.
„გააზრებაში მხოლოდ 2 ტექსტი მოვასწარი და იმედი მაქვს შევძლებ სათანადო ქულების მოგროვებას. საკმაოდ რთული ტესტი იყო და დრო ცოტა. მესამე ტექსტი სულ გამოვტოვე, არასწორ პასუხსი კიდევ ქულის დაკლება აღარ მინდოდა“ ქალთა კვიტირებაზე იყო, მას შემდეგ რაც პარლამენტსი ქალების რაოდენობა გაიზარდა წლის ბოლოს აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი კაონის მიღება ვერ მოესწროო და ექსპერტები ამას ქალებს აბრალებდნენ. მეორე ტექსტი კიდევ ფოტოჟურნალისტებზე იყო, უნდა დაანებოს თუ არა გადაღებას თავი და დაეხმაროს ადამაინებს კრიტიკულ სიტუაციებში“
წაკითხულის გააზრებაში, ლოგიკურ მსჯელობასა და რაოდენობრივ მსჯელობაში:
1. სწორი პასუხის გაცემისთვის იწერება 1 ქულა;
2. თუ არც ერთი პასუხი არ არის მონიშნული, იწერება 0 ქულა;
3. არასწორი პასუხისთვის აკლდება 0.2 ქულა (ანუ იწერება -0.2 ქულა).
შეგახსენებთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
მაქსიმალური შესაძლო ქულები და კომპეტენციის მინიმალური ზღვრები (ტესტის ნაწილების მიხედვით):