თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მესამე, საყოველთაო ეტაპი, 21 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.
რეგისტრაციის გასავლელად ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უნდა შევიდს საიტზე - http://kids.org.ge და დეტალურად შეავსოს სარეგისტრაციო განაცხადი.
გაითვალისწინეთ, ბაღში ჩაირიცხებიან 2 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინფორმაციის შეყვანა: რაიონი, ბაღის დასახელება/ნომერი, უნდა აირჩიოთ ჯგუფი, ასევე უნდა ჩაწეროთ ბავშვის პირადი ნომერი, სახელი და გვარი; ორივე მშობლის პირადი ნომრები, მათი სახელები და გვარები
რეგისტრაციის გავლის შემდგომ შეგიძლიათ გადაამოწმოთ მონაცემები.