„პოეზიის არომატი“ - ლიტერატურული კაფე-სალონი და  შთაბეჭდილებებით აღსავსე საღამო ჭანჭათის საჯარო სკოლაში
18-07-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2024-2025 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისტვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება და წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებმაც გასული სასწავლო წელი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა. 

მათ შორის აღსანიშნავია, 7 ივნისს ჩატარებული გამორჩეულად ლამაზი და შთაბეჭდილებებით აღსავსე საღამო: ლიტერატურული კაფე-სალონი- „პოეზიის არომატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ VIII-IX კლასის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა. 

„მოსწავლეებმა გამომეტყველებითა და დახვეწილი გემოვნებით წარმოგვიდგინეს საყვარელი პოეტების ლექსები, რომლებიც მსმენელის გულსა და სმენას იპყრობდა... პარალელურად „კაფეც“ ამუშავდა, წინასწარ შედგენილ მენიუსა და შეკვეთებს ამავე მოსწავლეების, ქალბატონი მშობლები ემსახურებოდნენ, რომელთა მოულოდნელი გამოჩენა „უნიფორმებში“, მართლაც, მოულოდნელი სიურპრიზი იყო დამსწრეთათვის“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიება იყო როლური თამაშის, სიმულაციის ფორმატში დაგაწყვეტილი, რომლის მიზანი იყო, რომ ბავშვებს ეგრძნოთ ლექსის ზემოქმედების დიდი ძალა- პოეზიის არომატი, განეცადათ სიყვარულის გავლენა ადამიანის ცხოვრებაში და სწორედ სიყვარულით განათებული გზებით იარონ.

ღონისძიების ხელმძღვანელი გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ეთერ ცინცაბაძე.

საკლასო ოთახის სივრცეს ამშვენებდა „ნორჩ მხატვართა კლუბის“ მოსწავლეთა მიერ ტილოსა და თიხაზე შესრულებული ნამუშევრები.

აღსანიშნავია, რომ „ნორჩ მხატვართა კლუბი“ ამოქმედდა მეორე სემესტრიდან და ხელმძღვანელია ეთერ ცინცაბაძე.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...