„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ კურსდამთავრებულები უცხოურ უნივერსიტეტებში წარმატებით ჩაირიცხნენ
18-07-2025

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ მაღალი ხარისხის განათლებაზე ორიენტირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს არა მხოლოდ საფუძვლიან აკადემიურ ცოდნას, არამედ მრავალმხრივი განვითარებისთვის საჭირო გარემოს. 

პედაგოგები სწავლებისას აქტიურად მიმართავენ თანამედროვე მეთოდებს, საინტერესო სტრატეგიებს, რაც მოზარდებს საშუალებას აძლევს სრულფასოვნად მოემზადონ უმაღლესი განათლებისთვის და კონკურენტუნარიანები იყვნენ მსოფიო ბაზარზე. 

სწორედ ამ საფუძვლის წყალობით, სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

წლების განმავლობაში სკოლის არაერთმა მოსწავლემ მიიღო მოწვევა პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, მათ შორის ისეთებისგან, რომლებიც საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლის მისიას - უზრუნველყოს მოსწავლეებისთვის განათლების ის დონე, რომელიც მათ საშუალებას აძლევს წარმატებით ჩაირიცხონ მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. 

სკოლა 2025 წელს, უცხოურ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს გვაცნობს:

იხილეთ თანდართული ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...