დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპლიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა.
პროცესი მშვიდ ვითარებაში ხარვეზების გარეშე, ყველა საარჩევნო პროცედურის დაცვით წარიმამრთა.
სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს არჩევნები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 ივლისს ჩატარდა.
დირექცია სკოლის თითოეულ მასწავლებელს, მშობლებს და კომისიის წევრებს დიდ მადლობას უხდის სამურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისათვის და აქტიურობისათვის.
სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. მის შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.
ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.
საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.
იხილეთ ფოტოები: