ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია ადგილობრივი მოსახლეობის სოცუზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსებას სკოლის მასწვალებლების, აღმზრდელებისა და ბაღის პერსონალისთვის. რაც შეეხება კვლევებს, ესენია:
კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია - არაუმეტეს 250 ლარისა, დაფინანსება წელიწადში ერთხელ;
მოსარგებლეები კი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში დარეგისტრირებული პირები (სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლები), 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სიმსივნით დაავადებულები, პედაგოგები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები/ტექნიკური პერსონალი, პენსიონერები, ომისა და შრომის ვეტერანები, სტუდენტები, მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი მშობელი, რომელსაც 4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, პირები რომელთა ზემოხსენებული მომსახურების ღირებულება 500 ლარი და მეტია. წელიწადში ერთხელ;
კორონაროგრაფია - მოწყვლადი ჯგუფებისთვის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში დარეგისტრირებული პირები (სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სიმსივნით დაავადებულები, პედაგოგები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები/ტექნიკური პერსონალი, პენსიონერები, ომისა და შრომის ვეტერანები, სტუდენტები, მარტოხელა დედები,მრავალშვილიანი მშობელი, რომელსაც 4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.) არაუმეტეს 1 000 ლარისა. სხვა დანარჩენი მოსარგებლეებისთვის - არაუმეტეს 500 ლარისა. წელიწადში ერთხელ.