მასწავლებლის გამოცდაზე გამოუცხადებლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - ტესტირებაზე აპლიკნატთა 18% არ მივიდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 17 ივლისის საგამოცდო სტატისტიკას აქვეყნებს.
დღეს, აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ. მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი - უცხოური ენებისა და სპორტის გამოცდებს.
„17 ივლისის სესიებზე საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა აბიტურიენტთა 93%, ხოლო მასწავლებლების გამოცდებზე - რეგისტრირებული პირებიდან, 82%-ზე მეტი. დაგვიანების 3 შემთხვევა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 18 ივლისს აბიტურიენტებისათვის ლიტერატურის, ხოლო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის მუსიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოცდები ჩატარდება.