გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ყველა პროცედურის დაცვით წარიმართა
17-07-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში, 14 ივლისს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა.

პროცესი მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე, ყველა საარჩევნო პროცედურის დაცვით წარიმართა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს სკოლის მართვაში. გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში და წარმატებით წარმართა არჩევნები.

„დიდი მადლობა საარჩევნო კომისიის წევრებს, განსაკუთრებით სოფლის თემში მცხოვრებთ, რომლებმაც პირნათლად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა. დიდი მადლობა ყოფილ სამეურვეო საბჭოს გაწეული საქმიანობისათვის წარმატებებს ვუსურვებთ სამეურვეო საბჭოს ახალ შემადგენლობას, რომელიც შედგება საკმაოდ გამოცდილი და ახალგაზრდა წევრებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. მის შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.

ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...