ნახუნაოს საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნებმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა
17-07-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა.

პროცესი ხარვეზების გარეშე, მშვიდ ვითარებაში წარიმართა. დაცული იყო ყველა საარჩევნო პროცედურა.

როგორც ნახუნაოს საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელი, ბუღალტერი დავით პირტახია გვეუბნება, სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის არჩევნები 14 ივლისს ჩატარდა და მონაწილეობა მიიღო  სკოლის 4-მა პედაგოგმა, პირველი საფეხურის 2-მა მშობელმა, მეორე საფეხურის 2-მა მშობელმა და 3-მე საფეხურის 2-მა მშობელმა. შემაჯამებელი ოქმისა და განკარგულების თანახმად, სამეურვეო საბჭოს წევრები დაკომპლექტდა 3 მასწავლებლით, და თითო საფეხურზე თითო მშობლით და ასევე მათ დაემატებათ მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეც, სულ 7 კაცისგან შემდგარი სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. მის შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე. ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს,  სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.

იხილეთ ფოტოები: 

ფოტოების ავტორია დავით პირტახია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...