დაგვიანების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - სპეცმასწავლებლის გამოცდაზე აპლიკანტების 15 პროცენტი არ მივიდა
16-07-2025

დღეს, 16 ივლისს აბიტურიენტები სამოქალაქო განათლების გამოცდას აბარებდნენ. მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი - უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას.

16 ივლისის სესიაზე, საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 95%-მდე აბიტურიენტი და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულების 85%.

არ დაფიქსირებულა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

ხვალ აბიტურიენტებისათვის ბიოლოგიის, ხოლო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის უცხოური ენებისა და სპორტის გამოცდები ჩატარდება.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...