საკოორდინაციო საბჭოს წევრების ვინაობა ცნობილია - სია
20-07-2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024-2028 წლებში მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ვინაობა ცნობილია. 

1. ირმა გრძელიძე - შპს კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის ხელმძღვანელი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

2. თათია უბერი - ა(ა)იპ - საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენელი, შპს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი, საკოორდინაციო საბჭოს მდივანი;

3. ნათია გაბიტაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

4. თამთა გრიგოლია - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტში „ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სახელმძღვანელოების განვითარების" პროგრამის „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა ეროვნული უმცირესობების სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში" ქვეპროგრამის მენეჯერი;

5. თინათინ ტყემალაძე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

6. ლევან კერესელიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;

7. მაია ახვლედიანი - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

8. მაია რუხაძე - სსიპ - ქალაქ თბილისის №221-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი;

9. სოფიო ლონდარიძე - ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს ადმინისტრაციული გუნდის ლიდერი;

10. გიორგი ჩუმაშვილი - ა(ა)იპ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი, შპს ,,თინეთის“ გენერალური დირექტორი;

11.ლიანა კოლხიტაშვილი - შპს „ტრენინგ ლაბის“ დირექტორი;

12. დიანა ფრეიბერგერი - ბიზნესის ადმინისტრირების აკრედიტაციის საერთაშორისო ფონდის (FIBAA) აღმასრულებელი დირექტორი;

13. დევიდ გორდონი - მანჩესტერის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...