ერთიანი ეროვნული გამოცდები დასასრულს უახლოვდება და აბიტუირიენტებს უკვე შედეგების გაგების მოლოდინში არიან. სად და როგორ შეიტყობენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს? - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები - აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა. ყველა აბიტურიენტს ასევე ექნება შესაძლებლობა, შედეგებთან ერთად ნახოს პასუხების ფურცლები და სურვილის შემთხვევაში, ამობეჭდოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.