16 ივლისს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა (პირველი სესია) ჩატარდება - ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. საგამოცდო დრო - 4 საათი. ზღვარი გადალახულად ითვლება თუ გამოსაცდელმა დაძლია მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი (33 ქულა და მეტი).
გაითვალისწინეთ - იმისათვის, რომ გამოსაცდელის პასუხი სრულფასოვნად, ყველა კრიტერიუმის მიხედვით გასწორდეს:
დავალების პირობა სწორად უნდა იყოს გააზრებული - პასუხობდეს დასმულ შეკითხვას;
არ უნდა წარმოადგენდეს დავალების პირობის პერიფრაზს;
შესრულებული უნდა იყოს გასარჩევი ხელწერით;
თუ რომელიმე პირობა არ იქნება დაცული, ნაწერი შეფასდება 0 ქულით!
3 ქულის მისაღებად, პასუხში უნდა ჩანდეს საკითხის გააზრებული ცოდნა. მსჯელობა იყოს სრული, არგუმენტირებული, გამოსაცდელი გასაგებად და ამომწურავად პასუხობდე დავალების ყველა კითხვას/მითითებას (ასახელებს, აღწერს, განმარტავს, ასაბუთებს);
თუ პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, თუმცა მსჯელობა არ არის სრული. აკლია დავალების პირობის ერთი რომელიმე კომპონენტი ან, ზოგადად, პასუხი ყველა მითითებაზე სწორია, მაგრამ სქემატური, შეფასდება 2 ქულით, ხოლო თუ პასუხში ჩანს, რომ გამოსაცდელს აქვს საკითხის არასრული (ზედაპირული) ცოდნა, ან გამოსაცდელი სქემატურად პასუხობს პირობაში მოცემულ მხოლოდ ერთ კომპონენტს, დაიწერება 1 ქულა.
0 კი იწერება იმ შემთვევაში, თუ გამოსაცდელი ვერ უპასუხებს დავალების მოთხოვნებს. დავალების პირობა ან/და შეკითხვა სწორად არ იქნება გააზრებული, პასუხი აცდენილი იქნება დასმულ შეკითხვას.