„ვცდილობთ, წავახალისოთ პედაგოგები...“ - განათლების მინისტრი გამოცდების შესახებ
15-07-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის მე-17 და ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლებში გახსნილ ცენტრებში საგამოცდო პროცესს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აპლიკანტებს წარმატებები უსურვა.

„ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო პროცესი შესაბამისი სტანდარტების დაცვით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყველა ჩართული მხარე მობილიზებულია და უზრუნველყოფილია ისეთი გარემო, სადაც გამოცდაზე მისულ თითოეულ აბიტურიენტსა თუ პედაგოგს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა და პოტენციალი გამოავლინოს.

ეს საყოველთაოდ მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოცდაზე მოსული თითოეული აბიტურიენტი და პედაგოგი წავახალისოთ, გავამხნევოთ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათ ვგულშემატკივრობთ.

აბიტურიენტების, პედაგოგებისა და ყველა გამოსაცდელის წარმატება თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. საბოლოოდ, ეს ჩვენი ქვეყნის პროგრესზე, დინამიკასა და წინსვლაზე აისახება. სწორედ ამიტომ, საგამოცდო პროცესის მშვიდ გარემოში გამართულად მიმდინარეობაზე, ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ“, - აღნიშნა მიქანაძემ.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...