აუცილებელია თუ არა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ატესტატის წარდგენა
28-06-2018
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს ატესტატის წარდგენა არ მოეთხოვებათ. აპლიკანტმა გამოცდების პერიოდში თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის მოწმობა. ბარათის ამოსაბეჭდად საჭიროა აპლიკანტი შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით.
პირად გვერდზე (სადაც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი - „დაბეჭდეთ ბარათი“.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს