ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი შთამბეჭდავი ღონისძიება 
14-07-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება და სასწავლო წლის მანძილზე ზრუნავდნენ არა მხოლოდ ბავშვების საგნობრივ ცოდნაზე არამედ მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე. 

მათ შორის აღსანიშნავია, სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი შთამბეჭდავი ღონისძიება. 

მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ქართული კინო-მიუზიკლის გმირები. დაიდგა გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“. მოსწავლეებმა არაერთი სცენა წარმოადგინეს ქართული კონოფილმებიდან და უკვდავი კინომუსიკა აახმიანეს. 

როგორც სკოლის წარმომადგენელი გვიყვება, ელეგანტურმა რატიმ და ულამაზესმა ლიზიმ შეასრულეს ტანგო, „ვერის უბნის მელოდიებიდან“ აჟღერდა „პანკესას სიმღერა“. შესრულდა, არაერთი შთამბეჭდავი ნომერი. 

„ჩვენი მე-5 კლასელი გოგონები და შეუდარებელი კამილა, „ფესვები“ - ჩვენი სკოლის საუკეთესო ბიჭები; „ჯარისკაცის მამა“ - მარიამი წყარუაშვილი, ლიზი ფანჯაკიძე, ჩვენი საყვარელი მეხუთეკლასელები​ -„ვერის უბნის მელოდიები“, ნაწყვეტი ფილმიდან - „კაცია ადამიანი?!“, ჩემი შეუდარებელი ბავშვები, ქურთი მეეზოვე ქალის - სარეს სიმღერა, ჩვენი სალო და გიო - „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, ჩვენი დაჩი, დათა და მშვენიერი ანა, ჩვენი ულამაზესი ფერია გოგონები - ანა, ბარბარე, სალომე, ლიზი, ნინი, ბარბარე, მარი, ესეც ჩვენი სკოლის სასწავლო წლის კულმინაცია!“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიებას სტუმრობდნენ სახვადასხვა სკოლის დირექტორები, ასევე რესურსცენტრის წარმომადგენლები.

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„გულწრფელი მადლობა ამ ღონისძიების შემქმნელებს, მონაწილეებს და თანამონაწილეებს ეს საღამო ძალიან ემოციური, სასიამოვნო და დაუვიწყარი აღმოჩნდა ყველა სტუმრისთვის, რისთვისაც უდიდესი მადლობა ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეებს! რა თქმა უნდა, მადლობა მათ მშობლებს მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და თანადგომისთვის ამ საღამომ კიდევ ერთხელ დაგვანახა და დაგვარწმუნა იმაში, რომ ერთიანობით, შრომითა და სიყვარულით, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ვიდეო 1, ვიდეო 2

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...