მათემატიკის გამოცდიდან აბიტურიენტები უკმაყოფილოები გამოვიდნენ
14-07-2025

დღეს, 14 ივლისს აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აბარებენ. პირველი სესიიდან გამოსულმა აპლიკანტებმა გამოცდის სირთულეზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ტესტი მარტივი სულაც არ ყოფილა. 

მათემატიკის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

„ვფიქრობ რთული ტესტი იყო, თითქმის ყველა ტიპის კითხვა იყო მოსული ალბათობა, ლოგარითმები, სინუსები. ერთქულიანი ტესტები შედარებით მარტივი იყო, მაგრამ ამოცანები ზედმეტად მერთულა“;

„ბოლო დავალებები გაცილებით მერთულა. უფრო მეტად მქონდა ჩემი თავის იმედი და მეგონა კმაყოფილი გამოვიდოდი, მაგრამ ახლა არ ვიცი“;

„კოსინუსები იყო ლოგარითმები, ალგებრიდანაც საკმაოდ იყო საკითხები. ამოცანები საკმაოდ მერთულა, თუმცა გეომეტრიული ნაწილი მარტივი იყო. 1 ქულიანი ტესტებიც მარტივად გავაკეთე, ჯამში კმაყოფილი ვარ და ვნახოთ“.  

შეგახსენებთ, რომ მეორე სესიაზე აბიტურიენტების რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. მათემატიკა ჩასაბარებელ საგამოცდო საგნად 13 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...