მთავარი აკრძალვა სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე, რომელიც 14 ივლისს ჩატარდება - რა უნდა გაითვალისწინონ საჯარო სკოლებმა
13-07-2025
საჯარო სკოლებში 14 ივლისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება. ხმის მიცემა იწყება 10:00 საათიდან და სრულდება 16:00 საათზე. სამეურვეო საბჭოს წევრებს 3 წლის ვადით ირჩევენ.

არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით და აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.

ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. მოსწავლის მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს აქვთ ერთი ხმა თითო მოსწავლეზე.
 

არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ იმავე სკოლის:

ა) მასწავლებლებს;

ბ) მოსწავლის მშობელს პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა”.

მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს მესამე საფეხურის თვითმმართველობის წევრები ირჩევენ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა მოსწავლეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული  - გაეცანით დეტალებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...