იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
11-07-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე ქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

დირექცია და პედაგოგები ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მოტივირებული მოსწავლეების სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

მათ შორის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს. საკონკურსო თემის - „წარმოიდგინე რომ ხარ ოკეანე. მისწერე წერილი ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა იზრუნოს შენზე“ - ფარგლებში, მოსწავლეებმა საინტერესო წერილობითი ნამუშევრები შექმნეს. 

კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები:

  • ანა შარაშიძე;
  • ლიზი კეკელიძე;
  • ბარბარე კიკვაძე;
  • ბარბარე ტრაპაიძე;
  • ლიზი კალანდაძე.

მოსწავლეებს სახელობითი სერტიფიკატები გადაეცათ. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მათ შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„გილოცავთ ბავშვებო და კვლავ წარმატებებს გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...