საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლებს უნიფიცირებული შეფასების სქემა შეეხებათ - დეტალები
10-07-2025

11 ივლისს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდები სამ საგანში - მათემატიკაში, გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებაში ჩატარდება (საბაზო-საშუალო საფეხური).

მათემატიკაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) აპლიკანტმა 25 ქულა და მეტი უნდა მოაგროვოს, სესია კი 4 საათს გაგრძელდება (მაქსიმალური ქულა -  41).

ტესტი საგამოცდო პროგრამაზე დაყრდნობით ამოწმებს კანდიდატის საგნობრივი ცოდნის დონეს და კონკრეტულ ამოცანებში ამ ცოდნის გამოყენების უნარს.

თითოეული ნაშრომის შეფასება მოხდება უნიფიცირებული შეფასების სქემის მიხედვით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

1. მიზნები. აღნიშნული კრიტერიუმი ადგენს, თუ რამდენად ზუსტად და ადეკვატურად გაიგო კანდიდატმა დავალების თითოეულ კომპონენტში დასმული ამოცანა.

2. ცოდნა და მისი გამოყენება. აღნიშნული კრიტერიუმი ადგენს, თუ რამდენად კარგად ავლენს კანდიდატი დავალების შესაბამისი კომპეტენციით განსაზღვრული საკითხების ღრმა ცოდნას და პრაქტიკულ სიტუაციებში მათი გამოყენების უნარს.

3. სისრულე და თანამიმდევრულობა. აღნიშნული კრიტერიუმი ადგენს, თუ რამდენად სრულად, არგუმენტირებულად და ლოგიკურად თანამიმდევრულად არის კანდიდატის პასუხში აღწერილი კონკრეტული დავალების გადაჭრისათვის საჭირო ყველა ნაბიჯი.

გეოგრაფიის ტესტირების წარმატებით გასავლელად საჭიროა 34 ქულა და მეტი, საგამოცდო დრო კი 4 საათია (მაქსიმალური ქულა - 55).

საგნის გამოცდაზე გეოგრაფიის ტესტით შეფასდება:

• ფაქტობრივი მასალის ცოდნა;

• გეოგრაფიული ცნებებისა და ტერმინების ადეკვატური გამოყენება;

• გეოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა;

• გეოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა;

• გეოგრაფიული რუკების კითხვა, მოპოვებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზი;

გრაფიკების, ცხრილებისა და დიაგრამების გამოყენებით ინფორმაციის შეჯერება/ ანალიზი და მათი მარტივი ანალოგების შექმნა;

• გეოგრაფიული მოვლენების ანალიზი, მათი შეფასება; საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირების უნარი (აზრის ლოგიკურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ჩამოყალიბება);

სამოქალაქო განათლების გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად ასევე საჭიროა 34 ქულა და მეტი (მაქსიმალური ქულაა 55).

სამოქალაქო განათლების ტესტით მოწმდება გამოსაცდელი პირის საგნობრივი კომპეტენცია (ცოდნა და უნარები):

• საპროგრამო მასალის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი (რეპროდუცირება);

• სხვადასხვა სახით (ტექსტი, რუკა, ფოტო, დიაგრამა) წარმოდგენილი მასალიდან საჭირო ინფორმაციის გამოყოფა (იდენტიფიცირება);

• ერთი და იმავე ინფორმაციის სხვადასხვა სახით გამოხატვა (ტრანსფორმაცია);

• საპროგრამო მასალის გააზრების, ანალიზის, განზოგადებისა და ინფორმაციიდან დასკვნის გამოტანის უნარი (პროდუცირება);

• დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი (თავისუფალი პროდუცირება).

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...