მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა
10-07-2025
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა.
 
როგორც სამინისტროს მიერ გავრცლებეულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პავლე მაჭარაშვილი უწყების თანამშრომლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინა.
 
„პირველმა მოადგილემ ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
 
პავლე მაჭარაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებს იკავებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების, მიგრაციისა და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტებში. 2020 წლიდან დღემდე მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, დანაშაულის პრევენციასა და აღკვეთას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...