ისტორიის მეორე სესიის გამოსაცდელთა საყურადღებოდ - რისი ცოდნა მოგეთხოვებათ და რა შემთხვევაში არ გასწორდება ნაშრომი
10-07-2025

დღეს, 10 ივლისს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. საგამოცდო დრო 2 საათი და 40 წუთია, მაქსიმალური ქულა - 60.

რისი ცოდნა მოგეთოხვებათ ტესტირებაზე:

• ფაქტობრივი მასალის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი;

• ისტორიული ცნებების, ტერმინების ადეკვატური გამოყენება;

• ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა;

• ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა;

• ისტორიულ მოვლენათა/ისტორიულ წყაროთა შორის მსგავსებისა და განსხვავებების მიგნება და შედარებითი/კრიტიკული ანალიზი;

• ისტორიული რუკების კითხვა და მოპოვებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია;

• ისტორიული მოვლენების ანალიზი, მათი შეფასება. საკუთარი დამოკიდებულების არგუმენტირების უნარი (აზრის ლოგიკურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ჩამოყალიბების უნარი).

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ნაშრომი არ გასწორდება, თუ: პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია; აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს; პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან. გამოცდაზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადების შემთხვევაში, როცა აბიტურიენტი არ წარუდგენს ცენტრს მას შესაბამის ვადებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...