შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 ივლისს პირველი სესია მასწავლებლების გამოცდებს დაეთმო. გამოცდები ჩატარდა შემდეგ საგნებში:
ფიზიკა (VII-XII კლასები);
ქიმია (VII-XII კლასები);
ისტორია (VII-XII კლასები);
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები).
აღსანიშნავია, რომ ტესტირებაზე ჯამში გამოცხადდა გამოსაცდელთა 84% და დაგვიანების 3 შემთხვევა დაფიქსირდა.
მეორე სესიაზე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები - ბიოლოგიის გამოცდას აბარებდნენ.
გამოცხადდა 88%-ზე მეტი აბიტურიენტი და 79%-ზე მეტი მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრირებული პირი.