განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 
27-07-2025

ჩინელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მკაცრი დედების შვილებს მეტად განვითარებული კოგნიტური უნარები და კარგი მოსწრება აქვთ, მაგრამ განიცდიან ისეთი უნარების ნაკლებობას, როგრიცაა -კეთილსინდისიერება, კეთილგანწყობა, ემოციური სტაბილურიბა. ამის შესახებ PsyPost წერს

ექსპერტებმა, გააანალიზეს მონაცემები, რომლებიც 2014 წელს ჩინეთში ოჯახური პანელის კვლევების დროს მოიპოვეს. მონაცემები ქვეყნის 25 პროვინციასა და ავტონომიურ რეგიონს მოიცავს. ამ კვლევის ფარგლებში, მათ გააანალიზეს, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები კონკრეტულ ოჯახებში.

მეცნიერები ბავშვების კოგნიტურ შესაძლებლობებს ტესტით ამოწმებდნენ, არაკოგნიტურს კი - ხუთ პიროვნულ თვისებასთან (კეთილსინდისიერება, კეთილგანწყობა, ექსტრავერსია, ღიაობა და ემოციური სტაბილურობა) დაკავშირებული ინდიკატორების გამოყენებით.

ექსპერტებმა დედების ავტორიტეტი განსაზღვრეს იმის მიხედვით, იღებდნენ თუ არა ისინი ყოველთვის გადაწყვეტილებებს შვილების მაგივრად.

შედეგებმა აჩვენა, რომ ჩინელი დედების დაახლოებით 49% მკაცრი აღზრდის მეთოდებს მისდევს, მათი შვილები, როგორც წესი, უკეთეს შედეგებს აჩვენებენ კოგნიტურ ტესტებში, მაგრამ ჩამორჩებიან თანატოლებს პიროვნულ უნარ-ჩვევებში.

როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, მკაცრი დედების შვილები არაკოგნიტურ ტესტებში ჩამორჩებიან დასვენებისთვის გამოყოფილი დროის სიმცირის გამო. „როდესაც დედები მკაცრად აკონტროლებენ შვილების განათლებას, მათი თავისუფალი დრო და შემოქმედებითი განვითარება ზარალდება და ოჯახური ურთიერთობები კი უარესდება“, - მიიჩნევენ მეცნიერები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203