როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ მიაჩნია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდზებზე ტესტის წერისას მის მიმართ დაირღვა დადგენილი წესები ან ტესტირების პროცედურები?
თუ თვლით რომ თქვენი უფლებები დაირღვა: ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართოს (ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე განაცხადი) იმ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას, რომელშიც ჩააბარა გამოცდა.
განცხადება საპრეტენზიო კომისიას გადაეცემა, არაუგვიანეს მომდევნო დღისა და განიხილება მიღებიდან ხუთი დღის ვადაში. პასუხს განმცხადებელი გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში შეიტყობს.