ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი არაერთი ღონისძიებით დაგვირგვინდა. მათ შორის აღსანიშნავია მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება.
სასწავლო წლის დასასრულს მე-4 კლასელებმა, დამრიგებლის - ნესტან ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს განვლილი ოთხი წლის, ერთად გატარებული წუთების, ფერადი კოლაჟი. ღონისძიება გაჯერებული იყო პატარების გამოსვლებით, სიმღერებით და სიურპრიზებით.
მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგმა, ნესტან ბოლქვაძემ კი აღზრდილებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ მასწავლებელი, სკოლა და ქვეყანა.
იხილეთ ფოტოები: