ქუთაისის N24 სკოლაში X კლასის მოსწავლის - ედიკა რიჟამაძის შემოქმედებითი წარმატებით ამაყობენ.
ლ.მესხიშვილის დრამატული თეატრის სცენაზე ქუთაისის N24 სკოლის Xა კლასის მოსწავლე ედიკა რიჟამაძემ (დამრიგებელი ე.ადეიშვილი) გამოავლინა თავისი სამსახიობო შესაძლებლობა და შესანიშნავად მოირგო პრინცის როლი მიუზიკლში - „მძინარე მზეთუნახავი“.
ედიკა სკოლაში არსებული თეატრალური დასის - „დრამალაბის“, წევრია. დასის ხელმძღვანელი ს.უგულავა გახლავთ.
სწორედ სკოლა გახდა მისთვის მთავარი მოტივაცია, რომ დიდ სცენაზე დაედგა ფეხი.
სკოლაში მოსწავლეს დიდი სიყვარულით გულშემატკივრობენ და ახალი მწვერალების დაპყრობას უსურვებენ.
„მადლობა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს, სასკოლო საზოგადოება ულოცავს ედიკას დებიუტს და უსურვებს წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: