ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი აბაშიძემ მათემატიკის ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, მე-2 ადგილი დაიკავა
08-07-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ოლიმპიადაში წახალისებულია. მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ამჯერად სკოლაში მე-10 კლასელი ანი აბაშიძის ბრწყინვალე წარმატებით ხარობენ. წარმატებულმა მოსწავლემ „კინგსის“ 2025 წლის გაზაფხულის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადის ფინალში საქართველოს მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა.

ანი არა მხოლოდ ფინალისტებს შორის გამოირჩეოდა მაღალი შედეგით, არამედ დაიმსახურა განსაკუთრებული ჯილდოც - სამდღიანი საგანმანათლებლო ბანაკი ბაკურიანში, „კინგსის“ სხვა წარმატებულ მონაწილეებთან ერთად.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ანის ამ ღირსეულ გამარჯვებას, მადლობას ვუხდით მას და მის პედაგოგს ქალბატონ ნუნუ დიასამიძეს გაწეული შრომისთვის და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას მომავალში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...