10 დაგვიანება უცხოური ენის გამოცდაზე - გამოყენებული ტესტები 9 ივლისს გამოქვეყნდება
08-07-2025

Young people often make friends on the internet (ახალგაზრდები ხშირად იძენენ მეგობრებს ინტერნეტის საშუალებით) - ეს გახლავთ ინგლისურის გამოცდის მე-4 ვარიანტის ესე, რომლებიც აბიტურიენტებმა 8 ივლისს წერეს. ისინი ტესტირებას საშუალო სირთულის კატეგორიას მიაკუთვნებენ და აინტერესებთ, როდის გამოქვეყნდება უცხოური გამოცდაზე გამოყენებული ტესტები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, აპლიკანტებისთვის 9 ივლისს, NAEC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდება გამოყენებული ტესტები.

7 და 8 ივლისს, ჯამში უცხოური ენების გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე აბიტურიენტი.

დაიგვიანა 10-მა გამოსაცდელმა.

ხვალ აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...