ივერიის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა სასწავლო წლის შემაჯამებელი შთამბეჭდავი ღონისძიება 
08-07-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება და წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს. გაიმართა არაერთი შემაჯამებელი ღონისძიება. 

მათ შორის, სასწავლო წლის დასასრულს, III კლასის დამრიგებელმა - მაია ველიჯანაშვილმა, მოსწავლეებთან ერთად შეაჯამა მიმდინარე სასწავლო წელი. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა სცენაზე გააცოცხლეს შესწავლილი ნაწარმოების პერსონაჟები. ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა, მოსწავლეებმა წარმატებით მოირგეს როლები და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს მიღებული ცოდნა და შემოქმედებითი უნარები.

პედაგოგი მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...