შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს უცხოური ენების გამოცდა აბიტურიენტებისათვის, ხოლო საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა - მასწავლებლობის მსურველებისათვის.
უცხოური ენების გამოცდის პირველ სესიაზე გამოცხადდა 95%-მდე აბიტურიენტი.
საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე გამოცხადდა 86%-მდე გამოსაცდელი.
დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.