„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც ითვალისწინებს მანდატურის სამსახურის თანამშრომლისთვის 7 ათასლარიან კომპენსაციას იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიზიანებს ჯანმრთელობას.
უფრო კონკრეტულად კი, დოკუმენტში, რომელსაც ხელს მიხეილ ყაველაშვილი აწერს, აღნიშნულია: „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დასახიჩრების ან შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში მას ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 7 000 ლარისა“.
იხილეთ დოკუმენტი