ინგლისური ენის მეორე სესიის გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები მოსული თემით და ტესტით კმაყოფილები არიან. მათი ნაწილი გამოცდაში მაღალ ქულას ვარაუდობს. აბიტურიენტები აღინიშნავენ, რომ ასეთ მარტივ გამოცდას არ ელოდნენ.
„ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ ფული არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში - ეს იყო თეზისი რომელსაც უნდა დათანხმებოდი ან არა. ძალიან კარგი დასაწერი თემა იყო და ჩემი თავით კმაყოფილი ვარ. მოსასმენი დავალებაც არ იყო ცუდი, რათ მთავარია კარგად ისმოდა და ამ მხრივ რა დაძაბულობაც მქონდა ერთიანდ გამიქრა. ჩასასმელი დავალებებიდან რამდენიმე მეეჭვება, სხვა მხრივ კმაყოფილი ვარ“.
„ყველაფრი მარტივი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს რომ შემდეგ გამოცდასაც ასე კარგად დავწერ“.
„ფული არის ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი - ამ საკითხზე უნდა დაგეწერა ესე. იმედი მაქვს სხვა ვარიანტის ბავსვებსაც ასე გაუმართლებთ. მე კმაყოფილი ვარ“.