8 ივლისს პედაგოგები საბაზო პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებენ - საგამოცდო ტესტის მაქსიმალურ ქულაა 45, ხოლო საგამოცდო დრო - 4 საათი. საბაზო პროფესიული უნარების წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 40%-ის დაგროვებას (18 ქულა და მეტი).
რომელ საგამოცდო ცენტრებში ტარდება მასწავლებელთა გამოცდები და რა უნდა იცოდნენ ბარათის ამობეჭდვისას
იმისათვის, რომ გამოსაცდელის პასუხი სრულფასოვნად, ყველა კრიტერიუმის მიხედვით გასწორდეს, ის:
უნდა შეესაბამებოდეს დავალებაში მოცემულ საკითხს - დავალების პირობა სწორად უნდა იყოს გააზრებული.
არ უნდა წარმოადგენდეს დავალების პირობის პერიფრაზს.
შესრულებული უნდა იყოს გასარჩევი ხელწერით.
თუ რომელიმე პირობა არ იქნება დაცული, ნაწერი შეფასდება 0 ქულით.
შეფასების სქემა
3 - პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა. მსჯელობა არის სრული, არგუმენტირებული, გამოსაცდელი გასაგებად და ამომწურავად უპასუხებს დავალების ყველა კითხვას/მითითებას (ასახელებს, აღწერს, განმარტავს, ასაბუთებს).
2 პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, თუმცა მსჯელობა არ არის სრული. პასუხი ორივე მითითებაზე სწორია, მაგრამ დავალების რომელიმე ერთ მითითებაზე პასუხი სრულყოფილია, ხოლო მეორეზე არ არის სრული, ამომწურავი.
1 პასუხში ჩანს, რომ გამოსაცდელს აქვს საკითხის არასრული (ზედაპირული) ცოდნა. გამოსაცდელი უპასუხებს პირობაში მოცემულ მხოლოდ ერთ მითითებას. 0 გამოსაცდელი ვერ უპასუხებს დავალების მითითებებს. დავალების პირობა ან/და შეკითხვა სწორად არ არის გააზრებული, პასუხი აცდენილია დასმულ შეკითხვას.