უცხოური ენების გამოცდის მეორე სესიაზე 2-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
„ამ წუთებში საგამოცდო ცენტრებში უცხოური ენების გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს. ამ ესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი. ამ დროის მონაცემებით კი დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ უცხოური ენების გამოცდით გაგრძელდება. ასევე, 8 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.