ჭაპალის საჯარო სკოლა პედაგოგ ნინო ჭურღულიას ემშვიდობება 
07-07-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლა პედაგოგ ნინო ჭურღულიას გლოვობს. 

დირექტორი ვანახარ კახრამანოვა და პედაგოგები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ კოლეგის გარდაცვალების გამო და აღნიშნავენ, რომ მათ დაკარგეს კოლეგა და მეგობარი, რომელიც სიყვარულით ემსახურებოდა ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს. 

სკოლის უფროსმა მასწავლებელმა არაერთი განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდა ქვეყნას. მისი გარდაცვალება არა მხოლოდ ოჯახისა და სკოლის, არამედ მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთთვის დიდი დანაკლისია. 

პედაგოგის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს ადგილობრივი რესურსცენტრიც.

„ქალაქ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალას საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ნინო ჭურღულიას გარდაცვალებას და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, სასკოლო საზოგადოებასა და თემს“,- ვკითხულობთ წერილში. 

„ეტალონის“ გუნდი უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული პედაგოგის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ, სკოლასა და ოჯახს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...